სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Renault Wing Gordini–ისგან და Gibson–ისგან

მუსიკალური ფესტივალის, Rock Et Seine–სთვის, სპორტული ავტომობილების ცნობილმა მწარმოებელმა, როდსტერ Renault–ის არა მხოლოდ სპეციალური ვერსია, არამედ ნამდვილი გიტარაც კი შექმნა, ცნობილი კომპანია Gibson–ის მუსიკალური ინსტრუმენტების სერიიდან. ავტომობილის ვიზუალურ მხარე ძალიან არ ჩეცვლილა, თუ არ ჩავთვლით Gordini–ს საფირმო ლურჯ ფერს და ახალ, ვერცხლისფერ დისკებს. დანარჩენი ცვლილებები ავტომობილის ინტერიერს შეეხო. ავტომობილის სავარძლებს ახალი ტყავის გადასაკრავები შეუქმნეს, რომლებიც მოდელის კორპუსის ფერშია გადაწყვეტილი. სავარძლებზე გამოსახულია Gibson Guitars–ისა და Gordini–ს ლოგოები და გიტარის სიმები. ამასთანავე განახლდა ავტომობილის საჭეც, რომელიც გადაკრულია ორი ფერის ტყავით.

რაც შეეხება სპეციალურად შექმნილ გიტარას, Gordini–ს სპეციალისტების ყურადღების ცენტრში მოხვდა, მოდელი 1961. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტში არავითარი ტექნიკური ცვლილებები არ შეუტანიათ. მხოლოდ და მხოლოდ იმავე ლურჯ ფერში გადაწყვიტეს, რომლითაც ავტომობილია შეღებილი. ამასთანავე, გიტარაზე გამოსახულია ავტომწარმოებლის ლოგოც. ჯულია მაკფლარანი – ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფერთა გამასა და მატერიებზე, აღნიშნავს, რომ ავტომობილზე მომუშავე მთელმა ჯგუფმა დიდი სიამოვნება მიიღო როგორც ავტომობილის შექმნის პროცესში, ასევე გიტარის დამზადების დროს. იგი იმედოვნებს, რომ ფესტივალ Rock Et Seine–ზე მისული საზოგადოება სამართლიანად შეაფასებს ავტომობილსაც დ გიტარასაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100