სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ერთადერთი წყვილი, რომელიც Skype-ით დაქორწინდა

სამუელ კ. და ჰელენ ო. კალიფორნიიდან მსოფლიოში ერთადერთი წყვილია, რომელთა საქორწინო რიტუალი Skype-ის მეშვეობით ჩატარდა. ონლაინ-ქორწინების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქორწინების დღეს 27 წლის სასიძო საავადმყოფოში მოხვდა და რიტუალზე პირადად დასწრება ვერ შეძლო. ამის შესახებ The Orange Country Register იტყობინება.

არ სახელდება, რა დიაგნოზით მოხვდა სამუელი საავადმყოფოში, მაგრამ მისი თქმით, ის ცდილობდა, საცოლე დაეყოლიებინა, რათა რიტუალი გადაედოთ, მაგრამ მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რის შემდეგაც მათ შესაბამის ბიუროში Skype-ით ქორწინების ნებართვა მიიღეს. ნეფე-დედოფლის ცოლ-ქმრად დარეგისტრირების ვიდეოკონფერენციას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომლებიც იმ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც ჰელენი მარტო იდგა საკურთხეველთან და ჯვრისწერის ცერემონიალის დაწყებას ელოდა.

მეუღლისადმი ვიდეომიმართვის დროს სამუელმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ არ შეეძლო მის გვერდით დგომა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მასთან ყოფნას დაჰპირდა. „ეს ერთი დღე მაპატიე, ძვირფასო, ჩვენ ხომ წინ უამრავი, ერთმანეთის მხარდამხარ გასატარებელი წელი გველის“, - უთხრა სამუელმა ჰელენს საავადმყოფოს პალატიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100