სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ავარიის დროს გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ბეტონმზიდი ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა, გამოძიება დაიწყო.

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი. მისი მძღოლი 53 წლის მამაკაცი იყო, რომლის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა გვიან ღამით შეწყვიტა, თუმცა დილით 07:30 საათიდან ისევ განაახლა.

დილიდან სამუშაოებში ჩაერთო მძიმე ტექნიკაც, რათა წყალსაცავიდან სატვირთო ავტომანქანაც ამოეყვანათ.


გამოძიების პირველადი ინფორმაციით ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100