სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ქმარს სხვა ქალზე აქვს სექსუალური ფანტაზიები

„უყურე, მაგრამ არ მიეკარო“ - ეს ფრაზა მამაკაცებისთვის კარგად ნაცნობია. ხშირად უამრავი ცოლი ურიგდება იმ ფაქტს, რომ მისი მეუღლე სხვა ქალებს უყურებს აღტაცებით, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ყურება დროთა განმავლობაში ფანტაზიაში იზრდება, ფანტაზია კი შემდგომ მოქმედებაში.

მკვლევარებმა ის 200 მამაკაცი გამოკითხა, რომელიც ცოლს ღალატობს. მათი 48% ღალატის მიზეზად ემოციურ უკმაყოფილებას ასახელებს. მამაკაცების 40% საკუთარ მეუღლეს სამსახურში საკუთარ თანამშრომელთან ღალატობს, რომლითაც ის აღფრთოვანებულია. ეს ის ურთიერთობაა, რომელიც მოულოდნელად არ დაწყებულა. ისინი არც მეგობრობით იწყებენ. მხოლოდ 6%-მა აღიარა, რომ ერთი დღის გაცნობილ ქალთან იწვა.

უცნაურია, მაგრამ მოღალატე მამაკაცების 66% გამოტყდა, რომ ღალატის დროს თავს დამნაშავედ გრძნობენ.

გთავაზობთ 7 ფაქტობრივ მტკიცებულებას იმისა, რომ თქვენს მეუღლეს სხვა ქალის მიმართ აქვს სექსუალური ფანტაზიები.

თქვენი მეუღლე ხშირად სხვებს გადარებთ - ეს სხვები ძირითადად ის ქალები არიან, რომლითაც თქვენი საყვარელი მამაკაცი აღტაცებულია, არა აქვს მნიშვნელობა ისინი ცნობილი მსახიობები და მომღერლები იქნებიან, მეგობრები, კოლეგები თუ ოჯახის წევრები.

ის გთხოვთ ჩაცმის სტილის შეცვლას - მიზეზი მარტივია: ის ცდილობს იმ ქალს დაგამსგავსოთ, ვის მიმართაც აქვს ფანტაზია. საქმე მხოლოდ ტანისამოსს არ ეხება, ზოგადად იმიჯის შეცვლას, რაც გულისხმობს ვარცხნილობას, მაკიაჟს და ფრჩხილის ლაქის ფერსაც.

ის პორნოფილმებს უყურებს - ეს ღალატისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. უამრავი ქალი პორნოფილმების ყურებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ეს ასე არაა. შიშველი, სექსუალური მსახიობის კადრები მის გონებაში იბეჭდება და მამაკაცი მასზე იწყებს ფიქრს, საკუთარ ცოლთან სექსუალური აქტის დროს კი იმედგაცრუების განცდა ეუფლება.

ქუჩაში სხვა ქალებს აყოლებს თვალს - უწყინარი ყურება არაფერს ნიშნავს, რობოტივით ვერავინ ივლის, ყველა ერთმანეთს უყურებს, თუმცა გამოხედვა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მამაკაცს ვნება აღეძრა ქალის მიმართ, ყოველთვის ადვილი შესამჩნევია.

თვლის, რომ თქვენზე გაცილებით უკეთესია - შეიძლება კონკრეტულად ეს სიტყვები არ გითხრათ, მაგრა, ქცევებში, ლაპარაკში და მანერებში შეატყობთ, რომ ასე ფიქრობს.

მას სოციალურ ქსელში ანონიმური ექაუნთი აქვს - ასე მარტივად ახერხებს სხვა ქალებთან ფლირტის გაბმას და ონლაინ-ინტიმს. მისი მეგობრების უმეტესობას კი საკმაოდ გულახდილი ფოტოები აქვთ პროფილზე. უმჯობესია, გადაამოწმოთ რამდენად ხშირად სარგებლობს ინტერნეტით.

მას უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე თქვენ - არ დაგავიწყდეთ, რომ მოღალატე მამაკაცების 40% სწორედ თანამშრომლებთან აბამს რომანს, ასე, რომ ხშირად მოაყოლეთ ამბები სამსახურთან დაკავშირებით და კარგად დააკვირდით სხვადასხვა კოლეგაზე როგორ საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100