სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრანსგენდერი შვილიშვილის მოვლისთვის ბაბუას თანასწორობის ჯილდო გადასცეს

12 დეკემბერს ბათუმელ მამაკაცს თბლისში გამართულ ღონისძიებაზე ტრანსგენდერი შვილიშვილის მოვლისთვის თანასწორობის ჯილდო გადასცეს.

მისი შვილიშვილი ლიკა გასულ წელს მძიმე დაავადებით 24 წლის ასაკში დაიღუპა. გარდაცვალებამდე მას მოვლაზე მშობლებმა უარი უთხრეს, ამიტომ ყველა ტვირთი ლიკას ბაბუამ აიღო საკუთარ თავზე და სიკვდილის პირას მყოფ შვილიშვილს მხოლოდ ის უვლიდა და პატრონობდა.

თანასწორობის ჯილდოს მფლობელები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ. მასში ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის პარტნიორი არასამთავრობოები და თემის წევრები შედიოდნენ.

თანასწორობის ჯილდო არის მადლიერების აქტი ლგბტქი აქტივისტებისა და იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე. ღონისძიების მიზანია, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირი ლგბტქ თემსა და მხარდამჭერ ჯგუფებს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100