სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: "მინდა გითხრათ, რომ ენგურჰესი გაყიდული არ არის..."

“მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის ისევ რჩება საქართველოს საკუთრებაში”, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ საღამოს “რუსთავი2”-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შესახებ, თუმცა, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და კვირის ბოლოს ენერგეტიკის სამინისტრო მოსახლეობას დააუწყებს, რისი გაკეთება შეიძლება ამ კუთხით. “მოგეხსენებათ, ტარიფების დაწევა უშუალოდ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ მოხდება, ამისთვის საკითხის კომპლექსური შესწავლაა საჭირო და ეს პროცესი უკვე დაწყებულია”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა. მისივე თქმით, გადაიხედება ყველა ხელშეკრულება და მემორანდუმი, რომელიც ენერგეტიკის სფეროშია დადებული. კახა კალაძის განცხადებით, მცირე ჰესების ადრე დაგეგმილი მშენებლობა გაგრძელდება, ხოლო დიდი ჰიდროელექტროსადგურების აგება კომპეტენტური პირების ჩართვისა და მათთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერი მოქალაქეების ერთ–ეღთი ყველაზე საყვარელი განხილვის საგანი სწორედ "ენგურჰესი" იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ, თურმე "რუსეთს ჩააბარა". სწორედ ენგურჰესის გასხვისების, მტრისთვის ჩუქების "ფაქტს" იშველიებდნენ იმის დასტურად, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ინტერესების ფარულად გამტარებელია. ასევე შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ, მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანულ მედიაპორტალს განუცხადა, რომ ამ ზამთარს საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არა აზერბაიჯანიდან, არამედ უფრო მეტი რაოდენობით რუსეთიდან განახორციელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100