სიკვდილამდე 2 დღით ადრე ჟანა ფრისკე ქმარმა მიატოვა
41 წლის ჟანა ფრისკეს გარდაცვალებამ დღეს მთელი რუსეთი დაანაღვლიანა, მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთაც გლოვობენ თაყვანისმცემლები, რუსული მედია კი ამ ფაქტის კიდევ უფრო მძიმე მხარეს ავრეცელებს.
ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი, რომელიც ჟანას ოფიციალური ქმარი გახლავთ მომღერლის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე შვილთან ერთად ბულგარეთში გაემგზავრა და ცოლი მიატოვა.
დიმიტრიმ ექიმებისგან იცოდა, რომ ჟანას სიცოცხლის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ გამგზავრებას არ მოერიდა.
ჟანა ფრისკე მშობლების, დისა და საუკეთესო მეგობრის ოლგა არლოვას გარემოცვაში გარდაიცვალა, შვილთან დამშვიდობება კი ვერ შეძლო.
კომენტარი