" უშიშარი ბიჭი იყო და გაჭირვებაში კაცის არ დამტოვები, ეგეთები ეგრე ადრე არ უნდა მიდიოდნენ" - ნახეთ, რას უწერენ ოპერატორ დავით კოპალიანს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში დავით კოპალიანის მეგობარი ძალიან ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"გიმელა...
იცით რა ბიჭი იყო?
აი, "ოქრუაშვილის ომის" დროს, ღამე, უგზოუკვლოდ, სარაბუკი-ერედვის საზღვართან რომ შევბოდიალდით ორნი, მერე რომ განათდა და 50-60 მეტრის სიმაღლიდან, მოძრაობაზე რომ პირდაპირი დამიზნებით და ნაღმმტყორცნიდანაც რომ გვაუთოვეს კაზაკებმა, მე რომ ღმერთთან ვვაჭრობდი, აქედან გამიყვანე, რომ მეორედ ასეთი მიქარვა აღარ გავაკეთოთქო, მაგ ბიჭმა სანგრიდან 80-100 მეტრში 120 მილიმეტრიანი ჭურვის აფეთქება გადაიღო. პირდაპირ კამერის ობიექტივთან დაცემული ჭურვი. ყველა ვერ გაიგებს მაგას, რას ნიშნავს ინტენსიურ ცეცხლში სანგრიდან წამოდგე, ელოდო და ეგ ქნა.
კაცების კაცი იყო ეგ ბიჭი, მანდ პროფესიონალიზმი და ეგეთი ცნებები არ მუშაობს, უშიშარი ბიჭი იყო
დილის 11 საათზე, ეგ კადრი რომ პირდაპირში მივეცი ჩართვაზე, ერთი ჩემი კოლეგა ტირილით მოვიდა - პროდიუსერმა დამირეკაო, ისეთი აფეთქება იყო ტელევიზორში რომ თბილისში გავიგე და შენ რა ჩემ ფეხებს მიკეთებო
ოქროს ბიჭი იყო ეგ, უშიშარი და გაჭირვებაში კაცის არ დამტოვები, ეგეთები ეგრე ადრე არ უნდა მიდიოდნენ
იქ ორნი ვიყავით კოპლიკ და მე მეტი არაფერი შემიძლია გარდა მაგ და ბევრი ეგეთი ამბის მოყოლის".
შეგახსენებთ, რომ ოპერატორი დავით კოპალიანი ორი დღის წინ გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა.
კომენტარი