სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოჭში ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიხსენეს

სოჭი 2014 ოლიმპიადაზე ოლიმპიურმა ოჯახმა ოთხი წლის წინ დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიხსენა. 12 თებერვალს, სოჭში საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შეხვედრის მონაწილეებმა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. შეხვედრას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახიც დაესწრო.

ქართველი მოციგურავე 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის კახა ბერიძის ინფორმაციით, კანადის ქალაქ უისტლერში, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა, გუშინ ქართველი სპორტსმენის ხსნოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100