აი, რას წერს ლიზა ყენია "ყველაზე ძლიერიდან" გავარდნის შემდეგ
აი, რას წერს ლიზა ყენია "ყველაზე ძლიერიდან" გავარდნის შემდეგ:
"დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს რომ მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ისეთ პროექტში როგორიცაა ყველაზე ძლიერი უღრმესი მადლობა პროდიუსერებს! მადლობა იმ 1 თვისთვის რომელიც გავატარე ბაზა იქსზე! ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის წინაშე, მათი დიდსულოვნებით ვისუნთქე 1 თვის განმავლობაში, ჩასვლიდან პირველივე დღეს დავიწყე თქვენით ცხოვრება, (თქვენი ცხოვრებით) ყველაზე დიდ დროს ვატარებდი თქვენთან ურთიერთობაში, თქვენი შეცნობით ვიყავი დაკავებული და ეს თითოეულ დღეს უფრო საინტერესოს და დაუვიწყარს ხდიდა, მეგონა ერთი საინტერესო წიგნის პირველ გვერდზე გადავშალე და მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი, გოგო რომელიც მოხვდა ბაზა იქსზე სადაც ჩემი სამშობლოს საამაყო შვილები ჩემი მეთაურები იყვნენ.
თქვენ ბოლომდე მაგრძნობინეთ რამხელა ბედნიერებაა უბრალოებაში, და კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ რამდენად უმნიშვნელოა მატერიალური სამყარო, უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი სამშობლო, რას ვიფიქრებდი რომ ამ სიყვარულს რამე ეკლდა მანამდე მაგრამ?! ახლა?!! ახლა მებისმიერ წამს მზად ვარ თქვენთან ერთად გამოუცდელმა რეკრუტმა თქვენთან ერთად იბრძოლოს ქვეყნისთვის .
თქვენი მოყოლილი ისტორიებით ვძლიერდებოდი და ვხვდებოდი რომ მხოლოდ წიგნებში ამოკითხული თეორიები არ ყოფილა რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს , რომ შეუძლებელი არაფერია , აღარ მტკივა, აღარ მეცოდება ჩემი თავი, ბევრად შემიყვარდა ადამიანი და უფრო მეტად მჯერა ჩემი ჯარის!
ვისურვებდი თითოეულ მოქალაქეს მიეცეს ბედნიერება , თუნდაც ორი კვირით ეზიაროს ამ გამოცდილებას რადგან დაბრუნდეს უფრო ძლიერი პატრიოტი და უკეთესი ადამიანი ვიდრე გუშინ იყო.
მიყვარხართ". - წერს მომღერალი.
კომენტარი