სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ახალგაზრდებში ახალი მავნე სექსუალური ჩვევა აღმოაჩინეს

ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში ინტიმური კავშირის დამყარების ასაკი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა, ვიდრე ეს 90-ან წლებში იყო. ახლა თინეიჯერები 14-16 წლის ასაკში კავდებიან სექსით. ამ თემის შესახებ გამოცემა Journal of Adolescent Health კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ადგილი აქვს მავნე ჩვევებს სქესობრივი აქტის დროს, რაც ორგანიზმს ზიანს აყენებს.

- ახალგაზრდა თინეიჯერებზე დაკვირვებით შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ ისინი სქესობრივი კავშრის დამყარებისას არატრადიციულ გზებს ირჩევენ, ამ დროს კი ორგანიზმი ჩამოუყალიბებელია და ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და მომავალში ჯანსაღი ინტიმური აქტის გარანტიას - განაცხადა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორმა რუთ ლუისმა.

დღევანდელი ტენდენცია ახალგაზრდებში საკმაოდ არასასურველ შედეგებს იძლევა. პირველ რიგში ისინი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში იწყებენ ალკოჰოლის მიღებასა და სექსუალურ ცხოვრებას, ორივე მათგანი დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობასა და ფსიქიკას. გარდა ამისა, ასეთ დროს მშობლებთან სულიერი კავშირი წყდება, რადგან მათგან უწევთ უამრავი ინფორმაციის დამალვა, საბოლოოდ კი შეიძლება უამრავი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან.

ლუსიმ და მისმა კოლეგებმა სწორედ ამ ასაკის ბავშების ფსიქოლოგია შეისწავლეს 45 ათას ბრიტანელ მოზარდზე დაკვირვებით და შეეცადნენ გაერკვიათ, რატომ დაიწია სექსუალურმა ასაკმა ახალგაზრდებში. შედეგებმა ბოლო ათწლეულის მანძილზე სერიოზული ცვლილებები აჩვენა. ამ ასაკის ახალგაზრდებში არის გამძაფრებული სურვილი, რომელიც მოზღვავებული ჰორმონებითაა გამოწვეული, თუმცა ამასთან, ისინი აქტის არატრადიციულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას, ისეთი, როგორიცაა ანალური და ორალური. როგორც თავად მოზარდები ამბობენ, არატრაციდციული მეთოდები მრავალფეროვნების გარანტიას იძლევა და ბევრად იხვეწება სქესობრივი კულტურა.

როგორც ჩანს, ახალაზრდებში ჰორმონების მოზღვავება სურვილების მრავალფეროვნებაზეც აისახება, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგების მიღებას იწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100