ვიეტნამელი მოხუცი 70 წელია, თმას არ იჭრის
85 წლის იგუენ ვან ჩენი ვიეტნამის სამხრეთ პროვინციაში, ტიენ ჯანგში ცხოვრობს. დიდი ხანია, მამაკაცმა „პარიკმახერის“ არსებობის შესახებ დაივიწყა - 70 წელია იუგენს თმა არ შეუჭრია.
მისი დალალების სიგრძე ოთხ მეტრს აღწევს და დაახლოებით ორ კილოგრამს იწონის.
იუგენს კარგი ჯანმრთელობა აქვს. ამბობს, რომ ნემსში ძაფსი გაყრა სათვალის დახმარების გარეშე შეუძლია.
მოხუცი ბუდიზმის მიდმევარია და დაახლოებით 40 წლის წინ სახლის ეზოში ტაძარი ააშენა. იკვებება დღეში ერთხელ, ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით.
კომენტარი