სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს თქვენ არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ საქმის სწორი მიმართულებით წაყვანა, დაგეხმარებათ დაამტკიცოთ ის, თუ ზოგადად, რამდენად შეგიძლიათ ამა თუ იმ რთული პრობლემის დადებითად გადაჭრა. აუცილებელია საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ. ამ კოეფიციენტის ამაღლება ნამდვილად გესაჭიროებათ. არ შეგეშინდეთ წინსვლის, გარისკეთ და მოგებული დარჩებით. დღევანდელი დღე თქვენგან განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას მოითხოვს. დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა.

კურო: გულის სიღრმეში თქვენ კარგად ხვდებით, თუ რა გბოჭავთ. ეს კი ძალიან გაწუხებთ, რადგან არ გსურთ, საკუთარ თავს გამოუტყდეთ და აღიაროთ ყოველივე. მაგრამ დღეს დადგა დრო, როცა ამ ყოველივეს თვალებში უნდა ჩახედოთ და განთავისუფლდეთ მისგან. შესაძლოა, შეგაშინოთ იმის წარმოდგენამ, თუ რა მოყვება ყველაფრის საქვეყნოდ აღიარებას, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. თუ თქვენ დღეს შესაბამისად არ იმოქმედებთ და მოვლენების განვითარებას ხელს არ შეუწყობთ, მაშინ გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება კიდევ დიდხანს დარჩება იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც დგას.

ტყუპები: დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება. იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანები დეტალების მიმართ და გამოიჩინეთ დიდი მონდომება, რათა თქვენზე დაკისრებული მოვალეობა საუკეთესოდ შეასრულოთ. თუ ცვლილებები გსურთ კარიერაში, მაშინ აუცილებლად დაეკითხეთ რჩევებს შედარებით კომპეტენტურ ადამიანებს, ხოლო თუ რომანტიკისკენ მიგიწევთ გული, შესაძლოა, ადამიანი, რომელიც თქვენი წარსულიდანაა, არ არის ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი – სცადეთ, ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ!

კირჩხიბი: გრანდიოზული რა თქმა უნდა არ ნიშნავს უკეთესს! უკეთესი იქნება, თუ დღეს თქვენს ყურადღებას დეტალებს და უმნიშვნელო საქმეებს დაუთმობთ. შესაძლოა რაიმემ აგაფორიაქოთ, მაგრამ თავს უფლება არ მისცეთ ამ შიშმა გაკონტროლოთ. გამოარკვიეთ ის პრობლემა რამაც თქვენი შეშფოთება გამოიწვია და დაუყოვნებლივ გადაჭერით იგი, ძალიან მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ. ერთადერთი რისი გაკეთებაც დღეს თქვენ სრულფასოვნად შეგიძლიათ, სრულიად უნდა ენდოთ საყვარელ ადამიანს. მაშინაც კი, თუ თქვენ ამ ადამიანის ქმედებები არალოგიკურად გეჩვენებათ, ენდეთ მას, დღეს არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ამასთანავე, მოაწესრიგეთ საკუთარი შინაგანი სამყარო. განთავისუფლდით ყოველივესგან, რაც თქვენს შეშფოთებას იწვევს და მთელი დღე სიყვარულს დაუთმეთ. ამასთნავე, თქვენ დღეს მიიღებთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას და სასწრაფო ზომების მიღება მოგიწევთ.

ლომი: არ გაექცეთ თქვენდამი საზოგადოებისგან გამოჩენილ ყურადღებას. სახეში ჩახედეთ ფაქტებს. თქვენ შეუდარებლად მოერგებით ლიდერის როლს. თქვენი მორიდებაც კი ვერ დაგეხმარებათ გამოჩენილ ყურადღებას გაექცეთ. არ შეშინდეთ, უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ. თუ თქვენ ვერ გრძნობთ მედგრობას, მაშინ თავი მოაჩვენე გარშემომყოფებს რომ დღეს განსაკუთრებით გამბედავი ხართ. ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ ძალებში. დღეს არ ღირს თქვენი გრძნობების გამომჟღავნება. უმჯობესია ეს იცოდეს მხოლოდ იმან, ვინც გამოიწვია ეს გრძნობები თქვენში. თუმცა, გადატვირთული გრაფიკი, ნამდვილად შეგიშლით ხელს თქვენს მეორე ნახევართან თუ რჩეულთან დიდი დროის გატარბაში. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ეცადეთ ცოტაოდენი თავისუფალი დროის გამოყოფას საკუთარი გრძნობებისთვის. დღევანდელი დღე შეუდარებელია იმ პრობლემებისა და სიტუაციების გამოსარკვევად რაც თქვენს კარიერაში ხდება. არ შეგეშინდეთ არაფრის, დასვით კითხვები და მოითხოვეთ პასუხები.

ქალწული: დღეს თქვენ მეტად გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, ამიტომ სამომავლოდ რამდენიმე დღიანი დასვენება აუცილებლდ მოიწყვეთ. თქვენთვის აუცილებელი იქნება განტვირთვა და ძალების მოკრება. ამასთნავე დღეს თქვენ ორ, სრულიად საწინააღმდეგო საქმეს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაც გონებრივად და ფსიქოლოგიურად ძალიან გადაგღლით. დღეს აუცილებელია იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თქვენი საყვარელი ადამიანი კი რომანტიულ გასეირნებას შემოგთავაზებთ, რაზეც უარის თქმა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

სასწორი: თუ გსურთ მეგობარს დაეხმაროთ, მაშინ იმაზე მეტის გაკეთება მოგიწევთ, ვიდრე მეგობრის მოსმენა და რჩევა–დარიგებების მიცემაა. დიდი ყურადღება დაუთმეთ იმას, რასაც მეგობრისგან მოისმენთ და ეცადეთ ამ პრობლემის ნებისმიერი გზით გადაჭრას. თუ თქვენ თვლით, რომ მეგობრისთვის ამ ეტაპზე საუკეთესო წამალი, საღამოს საათებში საზოგადო თავშეყრის ადგილებში გასეირნებაა, მაშინ აუცილებლად გადადგით ეს ნაბიჯი. ხოლო, თუ მეგობარს ეს არ სურს, მაშინ არ დააძალოთ.

მორიელი: ხანდახან გარკვეული შეზღუდვები დადებითიც კი არის. თუ თქვენ დღეს არ ხართ მუშაობისა და მოქმედების ხასიათზე, მაშინ არ დააძალოთ საკუთარ თავს არაფერი. ამასთანავე ის შეზღუდვები, რომლებიც თქვენთვის არის განკუთვნილი, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ასეთი სიტუაცია დაფიქრების საშუალებას მოგცემთ და სამომავლოდ უფრო მეტ კრეატიულობას გამოიჩენთ.

მშვილდოსანი: დღეს თქვენ გარკვეულ შეტყობინებებს მიიღებთ, რომელთა საფუძველზეც მიხვდებით, რომ თქვენი გეგმები შეუდარებლად განვითარდა. ყოველივე ხასიათის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეძლებთ ნებისმიერი სირთულის გადალახვას. არ გაქვთ არავითარი მიზეზი, რომ სულიერად დაეცეთ. მაშინაც კი, თუ გარშემომყოფები საკუთარი ქმედებებითა და საუბრებით თავს მოგაბეზრებენ, უბრალოდ გვერდი აუარეთ და თავი მოარიდეთ მათთან კონტაქტს.

თხის რქა: დღეს მეტად მოშვებული ხართ და არც გსურთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლინება, თუმცა ეს სრულებით ნორმალურია. მიუხედავდ ყველაფრისა, დღეს თქვენს ირგვლივ ისეთი ამბები დატრიალდება, რისგანაც საკმაოდ დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თქვენ შინ, მშვიდ გარემოში დარჩენა მოგესურვებათ, ასეც მოიქეცით.

მერწყული: ეცადეთ არ დაემსგავსოთ სხვას. ჩამოაყალიბეთ თქვენი, ინდივიდუალური გზები, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ. ეს არის ერთადერთი საშულება მიიღოთ თქვენივე ცხოვრებისგან ყოველივე საუკეთესო, იყავით განსხვავებული! დღეს მეტად ორიგინალური იდეები დაგებადებათ და ეცადეთ მათ შესრულებას. ამის გამო ვერავინ გაგკიცხავთ!

თევზები: თქვენ ამაყობთ იმ თვისებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფეხი აუწყოთ მოდასა და მოდის უკანასკნელ ტენდენციებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ პრაქტიკულები ხართ, სწორედ ამ თვისებით იხელმძღვანელებთ დღეს. მაგალითად მაღაზიებში გასეირნების მაგივრად, დღეს თქვენ უპირატესობას მეგობრებთან ურთიერთობას მიანიჭებთ. ამ დროისათვის, თქვენ ყველაზე მეტად მშვიდი გარემო და კარგი მსმენელი გესაჭიროებათ. ეს დაგეხმარებათ მოეშვათ და უკეთ მოემზადოთ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100