სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა

ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა -ამის შესახებ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც 2018 წლის 30 მაისის სხდომაზე მიიღეს, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ.

დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა.

მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100