სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების ხარჯზე გამდიდრდა

ჩრდილოეთ კორეა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების ძირითადი მიმწოდებელი გახდა. 1987 წლიდან მოყოლებული, 2009 წლის ჩათვლით, სამხრეთ კორეამ, 1200 რაკეტის ექსპორტი განახორციელა. რაც, აღნიშნული სეგმენტის მარაგის 40 პროცენტს შეადგენს. შედარებისათვის გეტყვით, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის ბალისტიკური რაკეტების ბაზარზე მან რუსეთსა და ჩინეთს აჯობა, რომლებმაც 400 და 270 ბალისტიკური რაკეტის გატანა მოახერხეს.

ყველაზე მსხვილი შემსყიდველები ეგვიპტე, სირია, ლიბია, იემენი, არაბეთის გაერთიანებული სამეფო და პაკისტანი იყვნენ. მოცემულ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეაში იწარმოება შემდეგი ტიპის რაკეტები: KN-2, Hwasong-5, Hwasong-6, Rodong-1, Rodong-2, Taepodong-1 და Musudan. 1987-2009 წლებში აღნიშნულმა ქვეყანამ ბალისტიკური რაკეტების გაყიდვით ბიუჯეტი 1.7 მილიარდი დოლარით შეავსო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100