სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეოცე საუკუნის საოცარი ტანკების ათეული (პირველი ხუთეული)

სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებების მიხედვით, ერთ–ერთ რუსულ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს მასშტაბით შესწავლილი და გამოვლენილი მეოცე საუკუნის საოცარ ტანკთა ათეული. „დრონი.ჯი“ ამ ტანკების ტექნიკურ მონაცემებს და ფოტოებს გთავაზობთ. თავდაპირველად ვაქვეყნებთ საოცარი ტანკების პირველ ხუთეულს. მეორე ხუთეული ჩვენს ვებ–გვერდზე რამდენიმე წუთში განავსდება. სტატიის შემდეგ ფოტოები განლაგებულია დაღმავალი პრინციპით, სტატიის შესაბამისად, ანუ, პირველიდან მეხუთემდე.

პირველი ადგილი:

ბესტის მანქანა მუხლუხოთი, მოდელი 75

ეს უნიკალური სამხედრო მანქანა 1917 წელს ამერიკელმა მოქალაქემ, ვინმე ბესტმა ააგო. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ამბას პოზიტიურად გამოეხმაურა და თხუთმეტტონიანი ტანკი მოიწონა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს სამხედრო მანქანა აშშ–ის შეიარაღებაში იმავე წელს მიიღეს. არმიის საჭიროებისთვის თვეში ასეთი 50 ჯავშანმანქანა მზადდებოდა.

მეორე ადგილი

T10 Sherman M4A2 «Mine Eploder»

ეს ტანკი კომპანია “Fisher Company”–მ ააგო. მისი პროექტის ბირთვი M4A2 გახდა. «Mine Eploder» Т10–ს ტესტირება 1944 წელს აბერდინში ჩაუტარდა, მერილენდის შტატში. ეს ტანკი თავდაპირველად „ნაღმმტკეპნად“ იყო ჩაფიქრებული და ე.წ. საშუალო ტანკების კატეგორიას ეკუთვნის.

მესამე ადგილი

პირველი მსოფლიო ომისდროინდელი იტალიური თვითმავალი მოწყობილობა

305 მმ კალიბრის ქვემეხით შეიარაღებული იტალიური თვითმავალი მოწყობილობა პირველი მსოფლიო ომის წლებში აიგო. იგი 442 კგ წონის ჭურვებს 17.600 მ სიშორეზე ისროდა. სავარაუდოდ, ალპებში ავსტრიელთა სიმაგრეების გასანადგურებლად გამოიყენებოდა.

მეოთხე ადგილი

Gruson 5.3cm L/24 Fahrpanzer – მობილური საარტილერიო წერტილი გერმანიიდან

ამ დანადგარის სერიული წარმოება 1980 წლიდან დაიწყო. მისი ძირითადი დანიშნულება საზღვრებთან განლაგებული წერტილების გამაგრება იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიამ რამდენიმე ცალი საბერძნეთს მიჰყიდა. პუნქტთან ამ წერტილის მიტანა რელსების ან გამწევი ძალის საშუალებით ხდებოდა. აღჭურვილი იყო 53 მმ–იანი ქვემეხით, რომელიც 1,75 კგ წონის ჭურვებს ისროდა. დანადგარის მასა 3 ტონაა.

მეხუთე ადგილი

გაზოდინამიკური მტრალავი «Прогрев-Т»

გათვალისწინებულია იმ ნაღმების აღმოჩენისა და დატკეპნისთვის, რომლებიც გზებზეა დამონტაჟებული და მკვრივი საფარი აქვთ. წარმოადგენს ტანკ Т-54–ის შასს, რომელზეც დაყენებულია ტურბორეაქტიული ძრავი ВК-1. ამ მონსტრის მასა 37 ტონას უახლოვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100