სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადმინისტრაცია: ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია.

საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიიწვიეს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუციებს საბოტაჟში დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილი მმართელ პარტიას არ უტოვებს გამოსავალს, გარდა იმისა, რომ მის ამ ქმედებებს საკანონმებლო რეგულაციებით უპასუხოს.

შეგახსენებთ, რომ ელჩების კონფერენციას პროტოკოლის დარღვევის გამო სალომე ზურაბიშვილი 2022 წელსაც არ დაესწრო. სალომე ზურაბიშვილის ადგილი გათვალისწინებული იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100