„მაესტროს“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში კიწმარიშვილი, სავარაუდოდ, ოქრუაშვილს ესაუბრება
ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოლაპარაკების მიმდინარეობის დეტალებს მობილური ტელეფონის საშუალებით უცნობ პირს, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილს აცნობს.
ჩანაწერი ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის მიმდინარე მოლაპარაკების იმ ეტაპზეა გადაღებული, რომელშიც მოწვეული ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ, კიწმარიშვილმა მობილურ ტელეფონზე შემდგომი მოქმედების ინსტრუქციაც მიიღო.
ფარული ჩანაწერი როგორც „მაესტრომ“, ასევე სხვა მედიასშუალებებმაც გაავრცელეს.
კომენტარი