სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემწვარი ქათამი სოუსით

მასალა: ქათმის ფილე – 4 ცალი, პრასი – 400 გრამი, მდოგვი – ნახევარი ჩაის კოვზი, ზეთი – 4 სუფრის კოვზი, გამდნარი კარაქი – 1 სუფრის კოვზი, თაფლი – 3 ჩაის კოვზი, თეთრი ღვინო და ნაღები – 75-75 გრამი, ვაშლის ძმარი – 150 გრამი, ქათმის ბულიონი – 300 გრამი, მუსკატის კაკალი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

თითოეული ფილე გავჭრათ ნახევრად და წავუსვათ მდოგვი. ხახვი დავჭრათ კუბიკებად, პრასი – რგოლებად და მოვხრაკოთ კარაქში. ღვინოს და ნაღებს დავამატოთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ვადუღოთ 15 წუთი. ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი და შევწვათ ცხიმში. სოუსს დავამატოთ ბულიონი და ძმარი, გავხსნათ მასში თაფლი და დარჩენილი კარაქი. თეფშზე მოვათავსოთ ხახვი და პრასი, შემდეგ ფილე და დავასხათ სოუსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100