2676 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი და 4119 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება საქართველოში 16 აგვისტოს
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო 4119 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 484254-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6436 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 425651 პირი.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარი