სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის გამო მესტია ჩაიკეტა – საგანგებო განცხადება

ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო მესტიის მუნ იციპალიტეტი ჩაიკეტა.

გადაადგილება აიკრძალა, როგორც მესტიის მიმართულებით, ასევე პირიქით, მესტიიდან სხვა მარშუტების მიმართულებით.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს და საბანკო დაწესებულებებს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100