"ონანიზმი ბავშვებში" და გადაცემა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - "ნინი ობგაიძის თოქ შოუს" წამყვანის ახსნა-განმარტება აღშფოთებულ საზოგადოებას
გუშინ გადაცემა „ნინი ობგაიძის თოქ შოუმ“ მეტად პროვოკაციური გადაცემა დაანონსა სათაურით „ონანიზმი ბავშვებში“, რამაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე დაიწერა ბევრი ცუდი კომენტარიც. აი რა განცხადება მოჰყვა გადაცემის მხრიდან ამ ფაქტს:
„გუშინ, ჩვენი გადაცემის გვერდზე გავრცელდა ფოტო - ანონსი, სადაც მივუთითეთ,რომ გადაცემაში ისაუბრებდა დედა - შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით ონანიზმით არის დაკავებული. დედამ მისივე სურვილით გადმოგვცა ვიდეო მასალა და დაგვთანხმდა,რომ გადაცემაში გამოგვეყენებინა. ფოტოს გავრცელებას, ძალიან დიდი და ამასთანავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ჩვენ გვესმის, რომ მსგავს თემებზე საუბარიც კი, ჯერ კიდევ უარყოფითად აღიქმება. ჩვენმა მაყურებელმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავრცელდებოდა ბავშვის ინტიმური დეტალები, რაც არღვევს ბავშვის უფლებებს. ბუნებრივია, ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა და არც დედის გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილა მსგავი რამ. ეს არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს,ბავშვებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, დედებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ დაელოდა გადაცემის გასვლას და მხოლოდ ფოტოს საფუძველზე მოახდინა რეაგირება. ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო. დედის თხოვნით და ჩვენი გადაწყვეტილებით
გადაცემა გავა ბავშვის კადრების გარეშე“.
,,ნინი ობგაიძის თოქ-შოუ’’ (ბავშვების დრო)
გადაცემის გასვლის შემდეგ, რომელიც იუთუბიზე აიტვირთა, უფლებადამცველებმა პროკურატურას მიმართეს და საჩივარი შეიტანეს. ასევე დაიბლოკა აღნიშნული იუთუბის არხიც.
დრონი.ჯი დაუკავშირდა გადაცემის წამყვანს ნინი ობგაიძეს, რომელმაც კომენტარი ვერ მოგვცა, რადგან გლანდების ოპერაციის გამო საუბარი ვერ შეძლო და თქვა, რომ კოლეგებისთვის განცხადებას ფეისბუქის მეშვეობით გააკეთებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ასეთი ახსნა-განმარტება გააკეთა გადაცემის წამყვანმა:
ჩემი კოლეგებისთვის მინდა მცირე განმარტება გავაკეთო.
არ ვეკუთვნით არცერთ ტელევიზიას.გავრცელდა ინფორმაცია,რომ გადაცემა ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადის რაც მცდარია,იბერიაში ჩაიწერა მხოლოდ გადაცემის პილოტი,რომელიც არასდროს გასულა ამ ტელევიზიის ეთერში. რაც შეეხება გადაცემას, ,,ნინი ობგაიძის თოქ-შოუ,, - ს პირველი გადაცემაა ონანიზმი- ბავშვებში,რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა. მაყურებელმა ჩათვალა,რომ გადაცემაში უნდა გავრცელებულიყო მცირეწლოვანის ინტიმური დეტალები,სამწუხაროდ არავინ დაელოდა გადაცემის გამოსვლას და მხოლოდ ფოტოს საფუძველზე მოხდა დასკვნების გამოტანა. მეგობრებო, საზოგადოებავ, ჟურნალისტებო, გადაცემაში დედის თხოვნით და ჩვენი გადაწყვეტილებით ამოიჭრა ბავშვის კადრები(კიდევ ვიმეორებ არანაირი ინტიმური კადრი არ ყოფილა და რათქმაუნდა დაცული იყო როგორც ბავშვის,ასევე დედის უფლებები,თუმცა მაინც ჩავთვალეთ,რომ ასე აჯობებდა) შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია რის საფუძველზე გვიჩივიან პროკურატურაში.
კიდევ ერთხელ ბოდიში ჩემს მეგობრებთან, ჟურნალისტებთან,სატელევიზიო კომენტარს ვერ ვაკეთებ გლანდების ოპერაციის გამო(მიჭირს საუბარი) მომწერეთ, გიპასუხებთ ყველაფერზე.
კომენტარი