სიყვარულის ანტონიმი სიძულვილი კი არა გულგრილობა გახლავთ
ლეო ბუსქაგლია, რომელსაც საზოგადოება Dr. Love (დოქტორ სიყვარული)-ს სახელით იცნობს იყო ამერიკელი მწერალი, სამოტივაციო ლექციების წამყვანი და კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი. ის ასევე გახლდათ დღეისათვის პოპულარული პროფესიის „ცხოვრების მწვრთნელის“ (life coach) პრველი წარმომადგენელი.
„მე არ გამაჩნია სიბრძნე, მე მხოლოდ უგუნურება შემიძლია გასწავლოთ“ - ამბობდა ის და მიუხედავად ამისა, დოქტორ ლავის ლექციებს უამრავი ადამიანი ესწრბოდა და მის წიგნებსაც ბევრი კითხულობდა.
გთავაზობთ ლეო ბუსქაგლიას რამდენიმე გამონათქვამს და თავად გადაწყვიტეთ მისი სიტყვები სიბრძნე იყო თუ უგუნურება.
„სიყვარული რისკია რადგან შეიძლება ცალმხრივი აღმოჩნდეს. იმედიც რისკია, რადგან შესაძლოა ტკივილი მოგაყენოს. ცდაც რისკია, რადგან შესაძლოა მარცხი განიცადო. მაგრამ მაინც, აუცილებლად უნდა გარისკო, რადგან ცხოვრებაში ყველაზე დიდი რისკი გახლავთ რისკისთვის თავის არიდება.“
„მოეშვი სიბრაზეს, ტკივილსა და სევდას. ისინი შენს ენერგიას იპარავენ.“
„სიყვარულის ანტონიმი სიძულვილი კი არა გულგრილობა გახლავთ. „
„ცხოვრება არის სიყვარული და თუ შენ გამოტოვე სიყვარული, ესიგი შენ გამოტოვე ცხოვრება.“
„ყველაზე რთული ბრძოლა, რომლის გადატანაც ცხოვრებაში მოგიწევს, ეს გახლავთ ბრძოლა იმისათვის, რომ იყო ის რაც ხარ.“
„ცხოვრება სამოთხეა მათთვის, ვისაც ბევრი რამ უყვარს მთელი გულით.“
„შენი ტალანტი ღვთის საჩუქარია. ის რასაც ამ ნიჭით გააკეთებ არის ღმერთისთვის შენს მიერ მიძღვნილი საჩუქარი.“
„მხოლოდ სუსტი არის სასტიკი. ძლიერი ადამიანები არიან მშვიდნი.“
„ჩვენ ყველას გვჭირდება ერთმანეთი.“
„სიკვდილი არის გამოწვევა, რომელიც გვეუბნება, რომ არ უნდა დავკარგოთ დრო. „
„არასოდეს გააიდეალო ადამიანები, ისინი ვერასოდეს გაამართლებენ შენს მოლოდინს.“
„ამქვეყნად ყველაზე მარტივია იყო ის ვინც ხარ და ყველაზე რთულია იყო ის ვინც სხვებს სურთ, რომ იყო. ნუ მისცემ მათ უფლებას, ჩაგაყენონ რთულ სიტუაციაში.“
კომენტარი