“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა კომპანია "ენკას" ოფისის შესასვლელი წებოვანი ლენტით დალუქეს
კომპანია "ენკას" ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებმა კომპანის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტით დალუქეს.
ისინი ადგილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ და ამ ფორმნით „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
მათივე თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოხდება სხვადასხვა ობიექტის რეალური პიკეტირება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
კომენტარი