სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზურაბ ჟვანიას სინდისზეა ყველა უბედურება რაც გადაგვხდა“

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მისი და ზურაბ ჟვანიას ფოტო წარწერით: დღეს ზურა 50 წლის გახდებოდა. გუშინწინ, კიევში, ორასი ათასი ადამიანის წინაშე მე გავიმეორე მისი "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი"

აღნიშნული ფოტო საკუთარ ფეისბუქზე გააზიარა შალვა ნათელაშვილმა და ვრცელი კომენტარი დაურთო.

„თუ ვინმე გულწრელს ვაწყენინებ და ალბათ ვაწყენინებ კიდეც ამ სტატუსით, წინასწარ ვუხდი ბოდიშს.

ქართველ ერს, მის მენტალობას, მეობას, ისტორიას, ისეთი დიდი მოძულე როგორიც ზურაბ ჟვანია იყო არ ჰყოლია, არც შიგნით და არც გარეთ არასოდეს. ამ პიროვნების სინდისზეა ყველა უბედურება რაც გადაგვხდა, შევარდნაძიზმის მეორედ მოსვლა, მანამდე გადატრიალების და სამოქალაქო ომის იდეოლოგიური მომზადება, ქვეყნის მხედრიონიზაცია, მოქკავშირის დიქტატურა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა ამერიკიდან და მისი გაბატონება, ეროვნულიტრადიციების,იდეოლოგიის და სარწმუნოების წამბილწავი პროცესების ხელმძღვანელობა და უამრავი ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტ, პოლიტოლოგების წამოჩიტვა, პოლიტიკური დამანგრეველი კორუფციის ცხოვრების წესად გადაქცევა სახელმწიფოში, ყოველივე ქართულის უარყოფა და ჩამორჩენილობად გამოცხადება, რაც არანაკლებ მთავარია არჩევნების მასობრივი გაყალბება მსოფლიოში უპრეცენდენტო მაშტაბით,დაუსჯელად, წლების მანძილზე. ყველა ამ პროცესის მსხვერპლი თითონვე გახდა,როგორც ავტორი.

და კიდევ გამოთქმა რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს---ამ შემთხვევაში ზედმეტია, რადგან, განსხვავებით სხვა მოკვდავებისგან, პოლიტიკოსთა მიერ ჩადენილი კარგი ან ავი საქმენი, მათი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს, ამიტომ მათ უნდა ახლავე იცოდნენ რომ სიკვდილი არ ათვისუფლებთ მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან.“ - წერს შალვა ნათელაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100