სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გველისგან დედოფლისწყაროში დაკბენილი მოზარდი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ორი მოზარდი გველმა დაკბინა. 3 წლის გოგონა, ფატია მალიევი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა ის თბილისში ჩაყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, გოგონას ნაკბენი ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა.

"პაციენტის ვითარება განსაკუთრებით რთული იყო, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო," - აცხადებს ნატროშვილი.

მედიკოსები მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებენ. ფერმა, სადაც შემთხვევა მოხდა, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილია, რამაც გოგონას დროული ტრანსპორტირება შეაფერხა.

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მეცხოველეობის ფერმაში გველმა კიდევ ერთი მოზარდი დაკბინა. დედოფლისწყაროელი მედიკოსების განცხადებით, ამილ კასანოვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ის საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს და დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში მუშაობს.

შეგახსენებთ, ეს ფაქტი დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, სოფელ სამთაწყაროში სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, 34 წლის ნარგიზა ხოზრევანიძე ვენახში ყოფნისას სწორედ ქვეწარმავალის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100