სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობა“ არჩილ ჯაფარიძის დასახმარებლად!

არჩილ ჯაფარიძე საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია.

ცოტახნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა – დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ არაფერია ამქვეყნად სამუდამო.

არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა... ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად მუყაოს ქაღალდია დაფენილი, საბნის მაგივრობას, კი ძველი პლედი უწევს.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ფართში არჩილი ქირას იხდის 70 ლარს თვეში, რაც მისი პენსიის ნახევარია!

ბოლო დროს, ბატონი არჩილის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. მას ტროფიკული წყლული განუვითარდა, კიდურები დაუსივდა, ჭრილობებიდან ჩირქი სდის... არჩილს საშინელი ტკივილები აწუხებს, და თავის პატარა ოთახშიც კი დიდი სიძნელით გადაადგილდება. სამკურნალოდ თანხა სულ არ აქვს. სოციალურ სასადილოთიც ვერ სარგებლობს.

არჩილის დასახმარებლად ფონდ „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.

თქვენი უმნიშვნელო დახმარება და მცირეოდენი ყურადღება ამ მარტოხელა ადამიანს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ბატონ არჩილს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: არჩილ ჯაფარიძე) ან პირდაპირ საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/153/

თქვენს გარდა მას არავის იმედი აღარ აქვს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100