როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 15 დეკემბერს ქუთაისში დღისით +19 გრადუსსა და მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10. სინოპტიკოსები ბათუმში +20 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 იქნება. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +14 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ +10 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +10 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღე იქნება. +8 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+8 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი