სასამართლომ საყდრისის საქმეზე კახა კოჟორიძის წარმომადგენლის არცერთი შუამდგომლობა არ განიხილა
დღეს, 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის სარჩელის საფუძველზე. ახალგაზრდა იურისტები ასაჩივრებენ კულტურის სამინისტროს პოზიციას, რომელმაც "RMG" ჯგუფს საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება მისცა.
თემურ ოჩიგავა, "RMG" ჯგუფის ადვოკატი:
_ თავიდანვე ვიტყვი, რომ სხდომა რამე სერიოზული გადაწყვეტილებით არ დასრულებულა და მოსამართლემ ბუსკაძემ სხდომა გადადო გაურკვეველი ვადით, ანუ შემდგომი სხდომა მხარეებს ეცნობება სასამართლო უწყებით.
სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტების მხარემ წამოაყენა შუამდგომლობები: მარინა მიზანდარის საქმისა და კოჟორიძე-მამულაშვილის სარჩელის გაერთიანების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მესამე პირად ჩართვის საქმეზე, ასევე კულტურის სამინიატროსა და საგენტოს შორის გაფორმებული ადმინიტრაციული ხელშეკრულების დოკუმენტაციის წარმოდგენაზე, ასევე საქმის შეჩერების შესახებ, ვიდრე არ გადაწყდება საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ცნობის ფაქტი, რაზეც ივნისში უკვე მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილება და, რაც გასაჩივრებულია აპელაციის წესით თითქმის ყველა მხარის მიერ: ერემჯი ჯგუფის, მთავრობისა და თქვენ წარმოიდგინეთ, "მწვანე ალტერნატივის" მიერაც. მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ განიხილა და, როგორც გითხარით, სხდომა გადადო.
კომენტარი