სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაჩქარებული წესით საქართველოსა და სამი სხვა ქვეყნის ნატოში მიღებას სენატი განიხილავს

აშშ-ის ერთ-ერთმა გავლენიანმა სენატორმა, რესპუბლიკელმა რჩარდ ლუგარმა სენატში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ნატოს გაფართოებას ითვალისწინებს.

პროექტი მაისში დაგეგმილ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს, ნატოში საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების: ბოსნია-ჰერცოგოვინას, მაკედონიისა და ჩერნოგორიის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა პირველმა უნდა განაცხადოს, რომ კანონპროექტში მითითებული ქვეყნები „წევრობისკენ ისწრაფვიან“.

აშშ-ის მიერ ადრე მიღებული კანონის თანახმად, საქარტველო და მაკედონია უკვე ღებულობენ ამერიკულ დახმარებას, რათა მათ ნატოში შესვლა გაუადვილდეთ. ახალი დოკუმენტი ამ დახმარების გაგრძელებასა და მასში ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ჩერნოგორიის ჩართვის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ლუგერი ასევე მიანიშნებს, რომ საჭიროა ნატო-უკრაინის თანამშრომლობის განვითარება.

კანონპროექტი აშშ-ის ადმინისტრაციას ავალდებულებს, წარუდგინოს კონგრესს ალიანსის გაფართოების ანგარიში და უარყოფს „პრივილეგირებული ინტერესების ზონების“ ნებისმიერ გაგებას.

„პრივილეგირებული ინტერესების ზონა“, რომელიც აღიქმება, როგორც რუსეთის უახლოესი მოსაზღვრე რეგიონები, ანუ ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკები, მოხსენიებულია 2008 წელს დიმიტრი მედვედევის მიერ დამტკიცებულ „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100