სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

adjarabet.com-ი SBC Awards-ზე წლის მარკეტინგული კამპანიის კატეგორიის ფინალისტებში მოხვდა!

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსებული საერთაშორისო კომპანიაა. მის შემადგენლობაში შედის SBC News, რომელიც მომხმარებელს გემბლინგის სფეროს უახლეს ამბებს აცნობს. გარდა ამისა, კომპანიის ნაწილია SBC Events, რომელიც სპორტბეთინგში მოღვაწე კომპანიებისთვის ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებს. მათ ორგანიზებულ ღონისძიებებს 4 წლის წინ SBC Awardsშეემატა, სადაც ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო გემბლინგ კომპანიებს აჯილდოებენ.

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 38 განსხვავებულ კატეგორიაში გამოვლინდებიან. სწორედ მათ შორისაა “წლის მარკეტინგული კამპანიის ‘’კატეგორია, რომლის ფინალისტებში 8 ონლაინ გემბლინგ ვებგვერდი მოხვდა, მათ შორის კი – adjarabet.com

SBC Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები მოგებული აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Bet365, SkyBet, Oddscheker და ა.შ

კონკურსში მონაწილეობა ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა: ბეთ365, ვილიამ ჰილი, მარათონბეთი, ლედბროკსი და ა.შ, ხაზს უსვამს აჭარაბეთის წარმატებას და აღიარებას საერთაშორისო ბაზარზე.

SBC Awards-ის გამარჯვებულები 4 დეკემბერს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100