ჯაზის დღესასწაული თიბისი სტატუსისგან!
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი“ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების დაუვიწყარ საღამოებს თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ.
თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი დღეს იწყება. 4 დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ჯაზის მსოფლიო ლეგენდებს.
10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.
წელსაც, ტრადიციულად TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათების მფლობელები ექსკლუზიური ფასით ისარგებლებენ და ისინი კონცერტების ბილეთების შეძენისას 15% და 20%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://tbilisijazz.com/
თბილისის ჯაზ-ფესტივალი პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში ტარდება.
კომენტარი