ვინ არიან პაგანისტი მოზარდები და მათი კავშირი სასტიკ მკვლელობასთან
თბილისში, 70 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფრომაციით, 70 წლის ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ დანა ჩაარტყეს და მოკლეს. გვამი ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თხრილში ჩაფლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა. ორი დაკავებული დანაშაულს ააღიარებს.
„პირველი ნიუსი - საქართველომ“ დაადგინა, რომ სასტიკი მკვლელობის უკან პაგანისტი ახალგაზრდები დგანან.
ვინ არიან პაგანები. სიტყვა პაგანი მოდის ქალაქის სახელწოდებიდან რომელიც მდებარეობს მიანმარში. მდინარე იავადის სანაპიროზე 850 წელს გაშენებული ეს ქალაქი დღესაც ბუდიზმის ცენტრად ითვლება, თუმცა მასთან ერთად განვითარდა პაგანების რელიგია. პაგანი თავად ნიშნავს ენების და მრავალრელიგიურობის განსაზღვრებას. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, პაგანები იყვნენ მიწათმფლობელები, რომლებიც სხვადასხვა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ და სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ. გარდა ამისა, მოგვიანებით მე 10 საუკუნიდან პოგანი ენების ღმერთად მიაჩნდათ. დროთა განმავლობაში იგი უფრო მიუღებელი გახდა. პოგანისტები ფიქრობენ, რომ გაუგებარ ენებზე მეტყველება, უფრო იოლს ხდის მათ შორის კომუნიკაციას.
თანამედროვე ცხოვრებაში პაგანისტების ახალი უფრო აგრესიული და სასტიკი მიმართულება განვითარდა, პაგან მეტალისტები. (ითარგმნება როგორც ენის მეტალი) თავად ეს სტილი ახლოს არის სატანიზმთან და დაუძინებელ მტრად ქრისტიანულ რელიგიას მიიჩნევს. ამ მიმდინარეობის ახალგაზრდები თავს ძველ ხალხებად მიიჩნევს და თვლიან, რომ ყველა სხვა რელიგია და ძირითადი ენები მათთან წინააღმდეგობაშია.
აგრესია, ამ მიმართულებით პაგან მეტალისტები 90-იანი წლებიდან გამოირჩევიან. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე აზიაში და ინდოეთშიც ჩაუდენიათ მკვლელობები, როგორც მერე გარკვეულა პაგან მეტალისტებს და პაგანისტებს.
საქართველოში ამ სტილს მიმდევრები ჰყავს. მათი ასაკი ძირითადად 16 დან 20 წლამდეა. გამოირჩევიან აგრესიულობით და მთელ სამყაროს მტრად აღიქვამენ. შეკრების ადგილები აქვთ, თბილისის ცენტრალურ უბნებში. ძირითადად იკრიბებიან ან გაუქმებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ან საზოგადოების თვალიდან შორს. ერთი განმასხვავებელი ნიშანი რაც, მეტალ პოგანისტებს აქვთ არის უცნაური მოხატულობები სხეულზე. დაატარებენ ცივ იარაღს, რადგან თვლიან რომ ძველი ხალხებისთვის ენის და საკუთარი თავის დაცვისთვის დანა იყო მნიშვნელოვანი.
რიტუალურ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დანის გამოყენებაზეც აქტიურად მიანიშნებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.
სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.
აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.
კომენტარი