სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს ჩიორა თაქთაქიშვილი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუაზე?

პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს. თაქთაქიშვილის სტატუსს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„დღესაც მარგველაშვილის ცოლზე პოსტებითაა ჩემი გვერდი აჭრელებული. ბევრს ვეთანხმები, ბევრს არა. რამდენიმე რამე კი ცხადზე უცხადესია ჩემთვის:

1. მარგველაშვილი არის საქართველოს ისტორიაში და ალბათ მომავალშიც ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი, გინდ კანონიერი ცოლი ყავდეს, გინდ უკანონო.

2. ნორმალურია, რომ მარგველაშვილს ხელი არ აქვს მოწერილი მის ცოლთან. ეს მხოლოდ მათი პირადი საქმეა.

3. ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება პრეზიდენტის მეორე ნახევარზე და არანორმალურია მითითებები, ცოლებზე ნუ ვკამათობთ, მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ვიკამათოთო.

4. ნორმალურია, რომ "პრავასლავნიკებს" კიდიათ, რომ პრეზიდენტი 10 მცნებიდან ერთ-ერთს არ აღიარებს. უბრალოდ, ეს ადასტურებს სხვა რამესაც: რომ მათთვის მკვლელი პრეზიდენტიც მისაღებია, ოღონდ მათი საერთო ბატონის, რუსეთის მიერ იყოს ხელდასმული.

5. არანორმალურია, რომ გვყავს ისეთი ყვითელი პრესა, რომელსაც მარტო ერთი პოლიტიკური გუნდის პირადი ცხოვრება აინტერესებს და მხოლოდ მათი წევრების პირად ცხოვრებაზე ავრცელებს მოგონილ ჭორებს.

6. არანორმალურია და ცენზურის დამადასტურებელია ის, თუკი ტელევიზიები ამ თემას აიგნორებენ ასეთი მძაფრი საზოგადოებრივი დისკუსიის მიუხედავად.

ასე რომ, ყველამ იფიქროს და წეროს ის, რაც უნდა!

მეც ამიტომ დავწერე.“ - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100