სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯერჯერობით უცნობია დაკმაყოფილდა თუ არა ბაჩო ახალაიას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით

გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

ბაჩო ახალაიას ოფიციალური განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა:

„მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში.

აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით“

შს მინისტრის მოვალეობას, მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღუდაძე ასრულებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადება:

"ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის საფუძველის ჩაყრა, მათ შორის პოლიციის რეფორმამ და ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნამ უზრუნველყო ორმხრივი ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მოსახლეობას შორის. ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ემსახურება ხალხს კანონის ასრულების გზით. ეს ნდობა არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ყველა იმ რეფორმას შორის, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა რათა ემსახუროს ქართველ ერს, აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ჩვენ შევძელით არა მარტო კორუფციის დაძლევა არამედ ძალადობის და წამების რუტინული პრაქტიკის აღმოფხვრა პოლიციაში. დღეს ჩვენ ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ მე ვუზრუნველყოფ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს ბატონი გიორგი ტუღუშის პენიტენციალური სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის ციხეში აღმოფხვრაშიც. იყო დრო როცა ყველა სახელმწიფო უწყება საქართველოში ისეთივე დახურული და სასტიკი იყო, როგორც ეს ციხე, იყო დრო როცა ორგანიზებული დანაშაული ანგრევდა ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს დრო დამთავრდა და აღარასოდეს უკან არ დავბრუნდებით და მე ვაძლევ საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას იმიტომ, რომ მე თვითონ 18 წლის წინ ვიყავი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან კარგად მაქვს გათავისებული ეს სიტყვები და ის ვითარება, რომელიც საქართველოში დღეს არის. საქართველოში არ არის ადგილი ძალადობისთვის და ეს სამინისტრო უზრუნველყოფს რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მშბლები თავს გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად. მათ შორის არჩევნებზე. რომელიც სულ რაღაც 12 დღეში გველოდება წინ. ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100