სერგეი ბაღაფშმა "კომერსანტს" ოცნებები გაანდო
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა რუსულ გამოცემა "კომერსანტს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და ყველა იმ საოცნებო გეგმაზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც აფხაზეთში აპირებს.
ინტერვიუს ფარგლებში ბაღაფშმა ყველა ის პროექტი მიმოიხილა, რის განხორციელებასაც რუსული ფულითა და რუსებისთვის კარგად ნაცნობი "პოტიომკინის სოფლის" პრინციპით აპირებს.
დფსდკლფჯსდკლფს
დფსდკლფჯსდკლფს
დე-ფაქტო პრეზიდენტი ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზეთი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარეა და ერთადერთი პრობლემა, რაც მათ ამჟამად უდგათ, ყველაზე მომგებიანი ინვესტორის შერჩევაა.
დფსდკლფჯსდკლფს
დფსდკლფჯსდკლფს
მისი თქმით, მიმდინარე წელს, აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელებას აპირებს, როგორიცაა გაგრაში ქარხნების მშენებლობა, გაგრის შემოვლითი გზის მშენებლობა, აგრარული სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, რაშიც შედის სოხუმისთვის რამდენიმე ტროლეიბუსის შეძენა. ყოველივე ეს რუსეთის მიერ გამოყოფილი სამი მილიარდი რუბლით იგეგმება.
დფსდკლფჯსდკლფს
ბაღაფშის მტკიცებით, აფხაზეთით ინტერესდებიან ჩინელი და გერმანელი ბიზნესმენები და მათ საერთოდ არ აშინებთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ამ ტერიტორიაზე.

"ჩვენ მათ ვეუბნებით: თქვენ ხომ ევროკავშირში ამის უფლებას არ მოგცემენ? ისინი კი გვპასუხობენ: ჩვენ კომერციული სტრუქტურა გვაქვს და თავად ვწყვეტთ, სად ვიმუშაოთ და როგორ ვიმუშაოთ", - აცხადებს სერგეი ბაღაფში.
მისი თქმით, ასევე არსებობს ბუნებრივი აირის ტუაფსედან აფხაზეთში ზღვის ფსკერის გავლით ტრანსპორტირების პროექტი. ასევე რუსეთის სამხრეთიდან ტვირთების ნაკადი აფხაზეთს „მიებმება,“ საიდანაც ტრანზიტი რუსეთიდან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელდება. რაც შეეხება ქართველ მესაზღვრეებს, ბაღაფში დარწმუნებულია, რომ ისინი ამ გემებს არ დააკავებენ.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში პირველადი საცხოვრებელი ფართების შეძენის უფლება ეძლევათ. ეს ეხება იმ ფართებს, რომელთა შეძენის შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს. ამასთან ერთად, აფხაზეთის ხელისუფლება ახალი სახლების აშენებასაც აპირებს, რომლებიც იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომელთაც ომის დროს საცხოვრებელი დაკარგეს და აფხაზეთი დატოვეს, თუმცა ეს არ ეხებათ ეროვნებით ქართველებს. მსგავსი "საჩუქრის მიღება" მხოლოდ რუსული პასპორტის აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"საქართველომ 13 მილიარდი დოლარის ზარალი მოგვაყენა. თუ ის ამას გადაგვიხდის, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ კომპენსაციების გადახდას იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ საცხოვრებელი დაკარგა", - აცხადებს ბაღაფში.
კომენტარი