სასამართლო ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს 16 აპრილს განიხილავს
16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად. აქციის ორგანიზატორი „ჩართულობის და განვითარების ცენტრია“. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქციის ფორმით რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას აპროტესტებენ.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი, 2018 წლის 30
სექტემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოკლა.
ამ დროისთვის, ორი პირია დაკავებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ერთ-ერთი ქართული ნეო-ნაცისტური
დაჯგუფების წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ფაქტს არც დაკავებულები
უარყოფენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში მონაწილეობას
იღებდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და
საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს.
კომენტარი