სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ასათიანი: არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს

მაია ასათიანის ახალი პოსტი, რომელსაც თოქ-შოუ „პროფილის“ გვერდი აქვეყნებს:

,,თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი...რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს..,მოდის , თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს , უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს!
შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი!
ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და და იცის...
არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..." - მაია ასათიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100