სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო ფონდ ‘SOS Talents’-ის და ფონდ ‘ლირას’ ახალგაზრდა პიანისტების კონკურსისთვის რეგისტრაცია გრძელდება

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi MusicFest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს ცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების გასანვითარებლად არის შექმნილი.მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ ’SOS Talents’-ი ახალგაზრდა პიანისტების ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

ბათუმის მუსიკის ფესტივალი,რომელმაც წელს იუნესკოს პატრონაჟი მიიღო ,და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ‘ლირა’- ს ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - [email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100