სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი დღეა დღეს ობამასა და სააკაშვილისთვის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით?

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში რამდენიმე საათში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი 21 დეკემბერსაა დაბადებული და მისი ზოდიაქო მშვილდოსანია, რაც შეეხება ბარაკ ობამას, ის 4 აგვისტოსაა დაბადებული და ლომის ზოდიაქოს ნიშნისაა. როგორი დღე აქვთ პრეზიდენტებს აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით?

მშვილდოსანი -დღევანდელი დღე, პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის. ამიტომ მაქსიმალურად დადებითი კუთხით უნდა შესძლოთ, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვისებების წარმოჩენა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს შორის ზღვარი, ძალზე მცირეა და დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით. თუ სამოგზაუროდ ან მივლინებაში მიდიხართ, წინ არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით.

ლომი -დღეს დასვენებისა და ძალების მოკრების შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

ჰოროსკოპის მიხედვით, საკმაოდ პოზიტიური და საქმიანი დღეა ორივე ქვეყნის პრეზიდენტისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100