სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალ ზავაჰრის პირველი ვიდეომიმართვა აშშ-ს: "ძრწოდეთ!"

უსამა ბინ ლადენის მემკვიდრედ შერაცხულმა ალ ზავაჰრიმ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა და განსაკუთრებით აშშ-ს დაემუქრა: "ძრწოდეთ ჩვენი შიშით, წმინდა შურისძიების შიშით. ნამდვილი მუსულმანური ამბოხება მხოლოდ აწი იწყება", - თქვა მან.

ალ ზავაჰრიმ ბინ ლადენის სიკვდილის დეტალებზეც ისაუბრა და მისი ცხედრის ზღვაში ჩაგდების ფაქტი დაგმო: "ეს იყო ცინიზმის და არაადამიანობის მაგალითი", - თქვა ნომერ პირველმა ტერორისტმა.

"ჩვენი სახით ამერიკას წინააღმდეგობას გაუწევს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ მთელი ერი, რომელიც ხანგრძლივი ძილიდან გამოერკვა", - აღნიშნა მან.

ალ ზავაჰრის ვიდეომიმართვა, რა თქმა უნდა, "ალ ჯაზირამ" გაავრცელა. ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს ალ ზავაჰრი ზის და მხარმარჯვნივ "პადსტვოლნიკიანი" კალაშნიკოვის ავტომატი აქვს მიყუდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100