სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ღვინიანიძე და მეგობრები უკრაინისთვის ერთიანდებიან

3 აპრილს, ამერიკაში, ფილადელფიაში, "დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და სიმღერის ცენტრში" მომღერალი დავით ღვინიანიძე უკრაინის მხარდასაჭერად გრანდიოზულ შოუკონცერტს გამართავს. ნინი შერმადინი, ალექსანდრე ზაზარაშვილი, უკრაინის დამსახურებული არტისტები და სხვა მონაწილეები უკრაინისთვის იმღერებენ. დავით ღვინიანიძე, რომელმაც რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში ბრწყინვალე მუსიკალური კარიერა შეიქმნა და დღემდე სარგებლობს რუსი ერის სიყვარულით, პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს. ღონისძიება სამთავრობო დონეზე დაიგეგმა და ნიუ - იორკის მერიც დაესწრება. როგორც დავით ღვინიანიძის პუარსამსახური აღნიშნავს: "3 აპრილს ფილადელფიაში, "დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში" უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართება. ცენტრის ეზო განათდება უკრაინის დროშის ფერებში. მოწვეული ქართველი ემიგრანტები გაერთიანდებიან პლაკატებით, ტრანსფარანტებით, მეგაფონებით, მიკროფონებით და რუსეთს მშვიფობისკენ მოუწოდებენ. ღონისძიებას დაესწრებიან სენატორები და კონგრესმენები, აგრეთვე ნიუ- იორკის მერი და ფილადელფიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გაიჟღერებს საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. საღამო დასრულდება უკრაინის დროშის ფერის ფეიერვერკებით".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100