ნინო ბურჯანაძე ბადრი ბიწაძის შესახებ სასამართლო გადწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბადრი ბიწაძის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ჩანდა მტკიცებულებები, რომელიც ბადრი ბიწაძის მიმართ იყო წამოყენებული.
"მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ვერ გამოდგება დღევანდელ ქართულ სასამრთლოშიც კი. გადაწყვეტილებაში არ არის ასახული ის ვიდეო და აუდო მასალა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა. ასევე, უსუსურია ის, რომ ბადრი ბიწაძემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ბრალი ამ მუხლით აღიძრა მის მიმართ. როდესაც ვკითხულობდი ამ გადაწყვეტილებას მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ამ გადაწყვეტილებას ეკლდა რამე რადგან ის იყო სამარცხვინო და უსსუსური", - განაცხადა ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.
ბურჯანაძე კვლავ არ ასახელებს ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელს. მისი თქმით, რომც იცოდეს მისი ადილსამყოფელი ამას არ გაამხაურებს.
"არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ რომ ბარდი ბიწაძე საქართველოში არ იმყოფება. ასევე იმ ინფორმაციასაც რომ ის თითქოს სომხეთშია. Aარც ვიტყვი თუ სად არის ის, რადგან ამით ხელისუფლებას საქმიანობას გავუადვილებთ. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ მე ნინო ბურჯანაძე ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ როგორი რეპრესიებიც არ უნდა განახორციელონ ჩემზე. არ გამოვრიცხავ ერთდღიან ან დღენახევრიან გასვლას ბრიუსელში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რათა შევხვდე ჩემს ევროპელ კოლეგებს და დეტალურად გავაცნო 26 მაისის მოვლენები. მინდა ვუთხრა შსს-ს, რომ როდესაც მე ქვეყანას დავტოვებ თუ უნდათ რომ ვინმე გამომყვეს მათი წარმომადგენელი შეუძლიათ ეს ოფიციალურადაც მითხრან და მე პირიქით უფრო კმაყოფილი ვიქნები, რადგან მეცოდინება თუ რას აპირებენ",- განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარი