სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დემურ ჩამოხიძე: ხუდონჰესზე უარის თქმა გასული საუკუნის დასაწყისში დაგვაბრუნებს

ჰიდრორესურსების გამოუყენებლობას, დარგის გამოცდილი სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების შელახვად და ღალატადაც კი აფასებენ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დემურ ჩომახიძე აღნიშნავს, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურის, მათ შორის „ხუდონჰესის“ მშენებლობა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლების 80% იმპორტზე მოდის, ქვეყანას არ გააჩნია სხვა - გაზის, ნავთობის რესურსები.

“ ჩვენს ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე, მხოლოდ 2 000 კვ/სთ ელექტროენერგია მოდის და ამ მაჩვენებლით სხვა ქვეყნებს, მათ შორის განვითარებადს რამდენჯერმე ჩამოვრჩებით. მაგალითად ნორვეგიაში, ეს თანაფარდობა 1/25 000 კვ/სთ–ია.

საქართველოში მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალი დაანგარიშებულია, რომლის თანახმად, თეორიულად, წელიწადში 135 მლრდ კვ/სთ ელექტრონერგიის წარმოებაა შესაძლებელი, ტექნიკურად - 68 მლრდ კვ/სთ–ის, ეკონოკურად კი ხელმისაწვდომია 32 მლრდ კვ/სთ–ის წარმოება. თუმცა, ამჟამად გამოყენებულია, მხოლოდ ¼– 8 მლრდ კვ/სთ.

ენერგეტიკული პოტენციალის აუთვისებლობა ქვეყანას გასული საუკუნის დასაწყისში დააბრუნებს. 1958 წელს, ქვეყანაში ნახშირის წლიური მოპოვება 3 მლნ ტონა იყო, ახლა 60 000 ტ–ს არ აღემატება, 80–იან წლებში ნავთობის მოპოვება 3 მლნ ტონას აღწევდა, ბოლო მონაცემებით კი წლიური მოპოვება 300 000 ტონას არ აღემატება. ჰიდრორესურსები ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ბუნებრივი რესურსია და ამასთან ყველა საერთაშორისო ინსტრუქციის თანახმად, მთიანი რეგიონი მსხვილგაბარიტიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ყველაზე ხელსაყრელია.” - აცხადებს დემურ ჩომახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100