ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“
„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
ტრადიციული
სპორტის მოყვარულები ნარდს ყველაზე დაცულ სივრცეში სრულიად უფასოდ თამაშობენ. 17 სექტემბრიდან
„ევროპაბეთზე“ სამაგიდო თამაშებით ნარდი, ბურა და დომინო
გართობა მსურველებს 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.
„უალტერნატივო, უფასოდ თამაშის შეთავაზების გარდა,
გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი ნარდის სპორტული ფედერაციის დახმარებით ჩვენი პროდუქტი
უკონკურენტოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
პანდემიის პერიოდში სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა
მნიშვნელოვნად გაიზარდა და „ევროპაბეთის“ პორტალი
რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა
დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და
გამჭვირვალე პროცესი.
დღეს
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ.
უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე
სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს“, - აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.
რევაზ ცხოვრებაშვილი,
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენი თანამშრომლობა ევროპაბეთთან 6 თვის წინ, პასუხისმგებლიანი თამაშის
კამპანიის ფარგლებში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი
გამოცდილება დავაგროვეთ, მათ შორის ერთობლივად გავმართეთ რეგიონალური ჩემპიონატი ნარდში.
მასში მონაწილეობა მოყვარულებთან ერთად ცნობილმა მოთამაშეებმაც მიიღეს, მათგან მიღებული
უკუკავშირით გადავწყვიტეთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე გვეფიქრა და ჩვენი ხედვა შევთავაზეთ
კომპანიას. საბოლოოდ, გვიხარია, რომ მაღალი სტანდარტის პორტალი მივიღეთ. რომელზეც სპორტული
ჩემპიონატების ჩატარებაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი“.
ბოლო
6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში,
სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
უპრეცედენტო
ინიციატივის შედეგად „ევროპაბეთი“ უარს ამბობს
იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ
მსურველს აძლევს საშუალებას ნარდი, ბურა და დომინო ერთმანეთს
სრულიად უფასოდ, მხოლოდ
სიამოვნებისთვის ეთამაშონ.
კომპანიაში აცხადებენ რომ პროგრამული განახლება სამაგიდო თამაშების გაუმჯობესების მიზნით კვლავ გრძლედება. დაგეგმილი სიახლეები კი კიდევ უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის თამაშის პროცესს.
კომენტარი