სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპარლამენტი რუსეთს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც რუსეთს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია საუბარი. ამასთან ევროპელი დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, განმეორებითი არჩევნების დანიშვნამდე, ოპოზიციურ პარტიებს ცესკო-ში დარეგისტრირების საშუალება მიეცეს.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის, ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟოზე-მანუელ ბარუზოს და ევროსაბჭოს უმაღლეს კომისარს ქეთრინ ეშტონს მიმართეს,რომ რუსეთის არჩევნების თემა 14-15 დეკემბერს გასამართ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე წამოწიონ.
ევროპარლამენტის დეპუტატები რუსეთის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, განიხილონ ყველა ის დარღვევა, რომელიც 4 დეკემბრის არჩევნებზე დაფიქსირდა.
პარლამენტის წევრები რუსეთში მიმდინარე მიტინგებს ადამიანთა თავისუფალი ნების გამოხატულებად მიიჩნევენ და გმობენ აღნიშნული მიტინგების პოლიციის ძალით დარბევას.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100