უკრაინული მედია - სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს, გვარდიის რამდენიმე მებრძოლი დაშავდა
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს, უკრაინის ეროვნული გვარდიის რამდენიმე მებრძოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ „112 უკრაინა“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„ინციდენტის დროს ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე მებრძოლმა სხეულის დაზიანება მიიღო,“ - ნათქვმია უწყების ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, აქტივისტებმა პოლიციასა და მესაზღვრეებთან ჩხუბი მოაწყვეს, საკონტროლო პუნქტზე შეიჭრნენ და ადამიანთა ჯგუფს ხელი შეუწყეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში, მათ შორის სახალხო დეპუტატებსაც.
კომენტარი