სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კოდუას ბრალი წაუყენეს, რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ირაკლი კოდუას პროკურატურამ ბრალი წაუყენა, აღნიშნულთან დაკავსირებით პროკურატურის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა განცხადება მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც შეპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად. მერაბ რობაქიძე დათანხმდა და მისი მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი „LEXUS GX 470“ მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე, რითაც სარგებლობდნენ თვით ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. ხოლო მოგვიანებით, ა/მანქანა 20 000 აშშ დოლარად გაასხვისეს სხვა პირზე.

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“, შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომობილი.

ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც დაპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „LEXUS“-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე, რომლის თანხა თვითონ შეიტანა შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ანგარიშზე და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა ამხილა და წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა.“ - ნათქვამია განცხადებაში

აღნიშნულთან დაკავსირებით კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა კოდუას ცოლმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

“ამ ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ამადამიანების დიაკრედიტაცია, რომლებიც ქვეყანას თუ ჭირდებოდა ომში წინა ხაზზე იდგნენ და ასევე ქვეყანას რომ ჭირდებოდა ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ ( რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ) ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე რატომ არავის არ ახსენდებოდა ის:) ვფიქრობდი ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ ან "არ უფასებდნენ" არც ომის წინა ხაზზე დგომას, არ კრიმინალთან ბძოლას:) დღეს როდესაც გავიგე რომ თითქმის ორი წლიანი წვალების შემდეგ ( საგამოძიებო სამსახურების) ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წელი სოდის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე დავმშვიდდი:) მივხვდი რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს!:). P.s. ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა რომ კომენტარებს ამ თემაზე გააკეთებს ერეკლე კოდუას ადვოკატი:) ბუნებრივია გენერალს დამცველი უკვე ყავს:)” - წერს ნანუკა ჟორჯოლიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100