სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტის სასამართლომ, „მუსულმანთა უმანკოების" ავტორებს, ჩამოხრჩობა მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ ჩამოხრჩობა დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდ ეგვიპტელ კოპტს, რომლებიც ფილ „მუსულმანთა უმანკოება" ავტორებად ითვლებიან.

სკანდალური ფილმის ავტორების მიმართ გამოტანილი სასამართლო ვერდიქტი ქვეყნის უმაღლესმა მუფტმა დაადასტურა და ამით განაჩენი ძალაში შევიდა.
ფილმი „მუსულმანთა უმანკოება" გასულ წელს ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმად იქცა.

მისმა თრეილერმა, რომელიც ინტერნეტში განთავსდა, ისლამურ სახელმწიფოებში არეულობები გამოიწვია. ამ ფილმს უკავშირებენ ლიბიაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მკვლელობასაც.

ფილმში ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი, ანა გურჯი (გიორგობიანი) ასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100