ერთი დაღუპულია, მეორის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში გადაჰყავთ - საშინელი ავარია კახეთში
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა.
ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მეორე კი კატასტროფის ბრიგადა კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურიც.
კომენტარი